შემწვარი ვერმიშელი სინგაპურულად

  03:26:37     28-10-2014

მასალა:

    150გრ ვერმიშელი
    250გრ ლორი
    2 ს/კ კარის ფხვნილი
    2 კბილი ნიორი
    1 თავი ხახვი
    100გრ ხის სოკო
    100გრ მწვანე ბულგარული წიწაკა
    1 ს/კ სოიას სოუსი
    4 ცალი მწვანე ხახვი

მოხარშეთ ვერმიშელი და გადაიტანეთ დუშლანგზე, რომ დაიწრიტოს. გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მას მთელ ზედაპირზე მოედოს. მაღალ ცეცხლზე შეწვით პატარა ნაჭრებად დაჭრილი ლორი. ხელახლა გაახურეთ ვოკი, დაასხით 2 სუფრის კოვზი ზეთი და დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კარის ფხვნილი და 1-2 წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ ურიეთ. დაამატეთ თხლად დაჭრილი ხახვი, სოკო, ბულგარული წიწაკა და საშუალო ცეცხლზე შუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემწვარ ბოსტნეულს დაამატეთ შემწვარი ლორი, 2 სუფრის კოვზი წყალი, ვერმიშელი, სოიას სოუსი, მსხვილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ყველაფერი კარგად აურიეთ.