პატიმარმა, რომელიც ბადრაგს ცემაში ადანაშაულებს, სუიციდი სცადა
18:19:06     27-10-2014
პატიმარმა
მალხაზ ტოტოლაშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების თანამშრომლებს მის ცემაში
ადანაშაულებდა, გვიან ღამით თერმომეტრი გადაყლაპა.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, ახალგაზრდა პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია.
ადვოკატი: მოვიწვიე ჟურნალიტები, გადავეცი მათ პატიმრის წერილი, სადაც ტოტოლაშვილი მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე და გაუპატიურების მცდელობაზე წერდა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. არაფერს ამბობს მთავრობა, სახალხო დამცველი. კაცი კვდება, ოპერაციასაც არ იკეთებს, ამბობს, მაინც მომკლავენო.
პრესა.ჯი: როდის გადაყლაპა პატიმარმა თერმომეტრი?
"იქნებოდნენ დაახლოებით 7-8 კაცი, რომლებიც უმოწყალოდ მცემდნენ, ხელებით, ფეხებით.
ერთმანეთს მოუწოდებდნენ გადმოვეტრიალებინე, გავეუპატიურებინე და შემდეგ მოეშარდათ ჩემ მუცელზე, მაფურთხებდნენ.
ორჯერ თუ სამჯერ გავითიშე, ექიმმა ნიშადურით მომასულიერა. ციხის უფროსის მოადგილე, ილია ხარძიანი ამბობდა, რომ ზემოდან ვიხტუნაოთ, კარგად ნავარჯიშები ჩანს და გაუძლებსო ",- წერს პატიმარი წერილში.
„პრესა.ჯი“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, პატიმარი თავიდანვე უნარშეზღუდული იყო.
მალხაზ ტოტოლაშვილი მარიხუანას განმეორებით მოხმარების ბრალდებით დააკავეს და მისი პროცესი 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
პატიმარი გლდანის ციხიდან ბათუმის იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრის 400 კილომეტრზე გადაყვანა თემის მიჩუმათებას უკავშირდება.

-გუშინ
გადაყლაპა, ბათუმის მესამე იზოლატორში... მდგომარეობა მძიმეა, ნებისმიერ
დროს შეიძლება გატყდეს თერმომეტრი და დაიღუპოს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც
ციხის თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს. ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა
მიყენებული ტრამვებით.