მოძალადე ქმრის მიერ დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეჭვმიტანილი კი კომაში რჩება (დეტალები)
10:44:36     27-10-2014
წინა კვირას თბილისიში ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის, ვახტანგ ვარსიმაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც "პრესა.ჯი"-ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტი პოსტოპერაციულ მკურნალობას პალატაში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ მკურნალობა ამ ტემპით გაგრძელდა, პოლიციის თანამშრომელს სახლში მალე გაწერენ",- გვითხრეს საავადმყოფოში.
რაც შეეხება 50 წლის ბიძინა მურადაშვილს, რომელმაც 18 ოქტომბერს საკუთარ სახლთან პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, მისი მდგომარეონა კრიტიკულია.
"მურადაშვილი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული",- აღნიშნავენ კლინიკაში. პოლიციელი და მის დაჭრაში ეჭვმიტანილი ერთ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
ყაზბეგის 28 ნომერში მცხოვრებლები "პრესა.ჯი"-სთან 18 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ.
ისინი ბიძინა მურადაშვილს უარყოფითად ასახიათებენ და ამბობენ, რომ მამაკაცი ხშირად ძალადობდა ცოლზე და ახალგაზრდა შვილებზე.
ბიძინა მურადაშვილსა და ლელა ბაჟანაშვილს 26-წლიანი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავთ.
"ლელა ამ კაცისთვის ჯავრის ამოსაყრელი არსება იყო და ბოღმას მასზე ანთხევდა. ეს კაცი წლების განმავლობაში მაღაზიების დირექტორი იყო, ფული ჰქონდა და რაკი ფული შეჰქონდა ოჯახში, მისი ჭკუით, შვილებიც და ცოლიც მისი მონები უნდა ყოფილიყვნენ",- ამბობენ მეზობლები.
მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ცოლ-ქმარი შვილების მოთხოვნით ცალ-ცალკე ცხოვრობდა.
5 წლის წინ ბიძინა მურადაშვილი სოფელში წავიდა საცხოვრებლად თუმცა ხშირად მოდიოდა თბილისში და ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს. სისასტიკით გამოირჩეოდა შვილების მიმართაც.
"დიდი შვილები ჰყავს, ხშირად ამცირებდა მათ, ცოლს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. იმ დღესაც დილის შვიდი საათიდან შემოგვესმა მისი ყვირილის ხმა, ცოლისთვის იარაღი დაუმიზნებია, უმცროსი ბიჭი შეშველებია და ახლა მაგას მიადგა იარაღით თურმე, საწყალი ლელა მეზობლებთან გამოვარდნილა, იძახდა პოლიცია გამოეძახათ...
პატრული რომ მოვიდა, იმ ნაძირალამ კარი გამოაღო და პოლიციელს ესროლა. რის შემდეგაც დაჭრილი პოლიციის მეწყვილე იძულებული გახდა დამნაშავესთვის ცეცხლი გაეხსნა, საშინელი სანახაობა იყო ორი დაჭრილი და ბევრი სისხლი",- ამბობს "პრესა.ჯი"-სთან მურადაშვილების მეზობელი.
მეზობლის განცხადებით, ეჭვმიტანილმა იარაღი წლების წინ შეიძინა, როცა კომერციულ ფართებს ფლობდა და ფინანსურადაც ძლიერი იყო.
საბედნიეროდ ლელა ბეჟანაშვილი ქმრის ძალადობას ცოცხალი გადაურჩა და იმ 23 საბედისწერო ქალის ბედი არ გაიზიარა, რომლებიც პათოლოგმა ქმრებმა გამოასალმეს ცხოვრებას.