ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს
10:05:42     27-10-2014
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სადარბაზოში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ბავშვი საკუთარი ბინის კართან იპოვა.
ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეს პროკურატურა იძიებს.