სირიელი ქურთები დახმარებას ითხოვენ

  10:10:38     27-10-2014

სირიელი ქურთები დახმარებას ითხოვენ. მათი ლიდერის, ასი აბდულას განცხადებით, ისლამისტები მათ პოზიციებს მძიმე არტილერიით ბომბავენ. მასირებული იერიშები ხორციელდება სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანზე, რომელსაც ამ დრომდე ადგილობრივი ქურთები აკონტროლებენ.

ჯიჰადისტებზე საჰაერო დარტყმებს დასავლური კოალიციაც ახორციელებს, თუმცა როგორც ქურთების ლიდერი აცხადებს, მათ კოალიციის მხრიდან მეტი საჰაერო მხარდაჭერა სჭირდებათ.