ორთქლზე მომზადებული ქათამი ფარშით

  06:41:16     27-10-2014

მასალა:

    1,5 კგ ქათამი
    1 კგ პამიდორი
    2 კონა ოხრახუში
    2 კონა ნიახური
    1 ახალი ლიმონი
    2 ს/კ კარაქი
    1 ყავის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა
    1 ყავის კოვზი პილპილი
    ლიმონის დამარილებული ქერქი
    კვლიავი
    მარილი გემოვნებით

წვრილად დავჭრათ ოხრახუში, ნიახური, დამარილებული ლიმონის ქერქი, ქერქისგან გასუფთავებული ლიმონი და პამიდორი. ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში, დავაყაროთ მარილი, წიწაკა და პილპილი. გასუფთავებული ქათამი ამოვავსოთ ამ მასით და დავუმატოთ კარაქი.  ავადუღოთ ქვაბში 3-4 ლიტრი წყალი, ქვაბის თავზე დავამაგროთ საწური, ჩავდოთ ქათამი და თავზე გადავაფაროთ სველი ტილო. ვადუღოთ წყალი ქათმის მოხარშვამდე.