ნამცხვარი „მაცარინი“

  06:35:47     27-10-2014

მასალა ფხვიერი ცომისათვის:

    150 გ დარბილებული კარაქი
    50 გ შაქარი
    1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
    2 კვერცხის გული
    250 გ ფქვილი

სხვა მასალა:

    100 გ მარციპანი
    100 გ კარაქი
    50 გ შაქრის პუდრა
    2 კვერცხი
    2 წვეთი მწარე ნუშის ზეთი
    100 გ კანგაცლილი დაფქული ნუში
    50 გ სახამებელი
    1 ჩ.კ. ლიმონის გახეხილი კანი
    შაქრის პუდრა მოსაყრელად
    ცხიმი ფორმისთვის
    ფქვილი სამუშაოდ

ნამცხვარი "მაცარინი"

ნამცხვარი "მაცარინი"

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კარაქი, შაქარი და შაქრიანი ვანილი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ფქვილი და სწრაფად მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ გაბრტყელებული ცომით და დადგით გრილ ადგილას.

მარციპანი დაჭერით პატარა ნაჭრებად. აურიეთ კარაქთან და შაქრის პუდრასთან ერთად კრემისებური მასის მიღებამდე. დაუმატეთ ჯერ კვერცხი და ნუშის ზეთი, შემდეგ კი ნუში, სახამებელი და ლიმონის კანი. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ცომზე.

შედგით ღუმელში და აცხვეთ175˚-ზე 45 წთ. როცა გაგრილდება, ფორმიდან ცხაურზე  გადმოიღეთ გასაცივებლად. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.