ჰარი რობერტი საპატიმროს ტოვებს

  13:14:59     24-10-2014

48 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავეს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. ჰარი რობერტსი საპატიმროს 78 წლის ასაკში დატოვებს.

ბანდიტური დაჯგუფების ცნობილმა მეთაურმა 1966 წელს 3 უიარაღო პოლიციელი მოკლა, რისთვისაც მისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა უნდა მიესაჯათ, თუმცა განაჩენის გამოტანამდე ბრიტანეთში სასიკვდილო განაჩენი გაუქმდა. საბოლოოდ, რობერტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.