შსს-მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:22:19     24-10-2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, გაზეთ “ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული ავთანილ კ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა. სამართალადამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ავთანილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.