მოსკოვი პარიზს უჩივლებს

  10:22:08     24-10-2014

რუსეთი საფრანგეთს მისტრალების არგადაცემის შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მოსკოვი საფრანგეთისგან კონტრაქტის ჩაშლით მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვს. საფრანგეთს რუსეთისთვის მისტრალის ტიპის 2 სამხედრო გემი 2015 წლის ბოლომდე უნდა გადაეცა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარიზმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მილლიარდ 200 მილიონიანი კონტრაქტი შესაძლოა ჩაიშალოს.