ლუკაშენკო მწერლებს გაუნაწყენდა

  05:32:33     24-10-2014

ბელორუსის ლიდერმა მწერლები გააკრიტიკა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ქვეყანაში ლიტერატურული შედევრები ვეღარ იქმნება.

„თავისუფლებამ ბელარუს მწერლებზე უარყოფითად იმოქმედა და მწერალთა საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია. საბჭოთა პერიოდში მწერლები ცენზურას უჩიოდნენ, თუმცა სწორედ იმ წლებში იქმნებოდა ნამდვილი ხელოვნება და ლიტერატურაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. როდესაც ახალ წიგნებს ვკითხულობ, მრცხვენია ჩვენი მწერლების გამო,“-განაცხადა ლუკაშენკომ.