ქართველი მამაკაცის მკვლელობისთვის აშშ-ში ორი პირი გაასამართლეს
11:34:01     23-10-2014
მათ განცხადებას ქართველი მამაკაცი გამოეხმაურა. მამუკა ჭამიაშვილი ავტომობილის სანახავად ვაჟთან და მეგობართან ერთად მივიდა.
გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მათ ადგილზე მისვლისთანავე თავს დაესხა
ოთხი პირი, რომელთაც ცეცხლი გახსნეს, რასაც მამუკა ჭამიაშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა ნიუ ჯერსიში 16 სექტემბერს, მამუკა ჭამიაშვილის დაბადების დღეზე
მოხდა. დამნაშავეები 16 ოქტომბერს დააკავეს.
"მე მამაჩემი და მამაჩემის მეგობარი მანქანის საყიდლად ვიყავით წასული.
მანქანა შევამოწმეთ. სადღაც ხუთ წუთში ოთხი პიროვნება თავს დაგვესხა, ძირს
დაგვაწვინეს და სროლა დაიწყეს. იარაღი ორჯერ ჩამარტყეს თავში. მამაჩემმა
რომ დაინახა თავიდან სისხლი მდიოდა და იარაღს მირტყამდნენ, ვეღარ მოითმინა
და ერთ-ერთს წვდა, ვინც მამაჩემს თავზე ედგა. ამის შემდეგ, ყველამ მამაჩემს
დაუწყო სროლა. მამაჩემზე რომ გადაერთნენ, დრო ვიხელთეთ, მოვასწარით
გაქცევა. გაქცევისას ჩვენც გვესროლეს. მამა ადგილზე გარდაიცვალა. ექვსი
ტყვია ჰქონდა გულ-მკერდის არეში მოხვედრილი, ერთი - ხელში. ორი ადამიანი
დაიჭირეს, ორი დევნაშია", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გარდაცვლილის შვილმა
ლევან ჭამიაშვილმა.