სტრელკოვი: კიევი ნოვოროსიის გასანადგურებლად ემზადება
03:37:15     23-10-2014
დონბასელ ამბოხებულთა ყოფილი ლიდერის, ეგორ სტრელკოვის მტკიცებით, ნოვოროსია განადგურების საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით, კიევი დონბასის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ამზადებს, რაც რუსეთის პრეზიდენტის ყურამდეც უნდა მივიდეს.
სტრელკოვი ირწმუნება, რომ უკრაინელმა ძალოვნებმა უკვე შეკრიბეს სამი დამრტყმელი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც ერთობლივ დარტყმას დონეცკსა და მაკეევკას მიაყენებენ. “თუ ისინი ნოვოროსიის დამარცხებას შეძლებენ, ეს 1991 წლის შემდეგ რუსეთის პირველი მსხვილი სამხედრო-პოლიტიკური დამარცხება იქნება,”-აცხადებს სტრელკოვი.