ირანი ტერორიზმს ბრძოლას უცხადებს
10:45:07     22-10-2014
ირანის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ჰასან როუჰანის თქმით, “ისლამური სახელმწიფო” რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და მის წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. ირანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო ისლამური სახელმწიფოებიდან, რომელმაც ერაყს ჯიჰადისტებთან ბრძოლაში სამხედრო დახმარება გაუგზავნა, თუმცა კოალიციურ ძალებში გაერთიანებაზე თეირანი კატეგორიულ უარს აცხადებს.