ერაყში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა
03:31:15     22-10-2014
ერაყში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. ტერორისტთა
სამიზნე ქალაქის შიიტური დასახლებები გახდა. დანაღმული მანქანები რამდენიმეწუთიანი
ინტერვალით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რესტორანთან აფეთქდა.
ტერაქტებს 22 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური ბაღდადი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალურ დაჯგუფებას აკისრებს.