
საინტერესო ციფრები ლონდონის კინოფესტივალიდან
13:20:30     21-10-2014
ლონდონის 58-ე საერთაშორისო კონოფესტივალს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი სტუმრობდა. ჩვენებებს 163 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. კონოფორუმზე სულ 248 ფილმი იყო წარმოდგენილი. ასევე გაიმართა 18 მსოფლიო, 9 საერთაშორისო და 35 ევროპული ფილმის პრემიერა. ფესტივალს სულ 773 რეჟისორი სტუმრობდა. საუკეთესო ფილმად ჟიურიმ ანდრეი ზვიაგინცევის „ლევიაფანი“ აღიარა.