ანი ჟირარდოს “დაისი”
11:24:19     01-03-2011
პარიზში, საკუთარ სახლში, 80 წლის ასაკში, ცნობილი ფრანგი მსახიობი ანი ჟირარდო გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი “20 minutes” მსახიობის ახლობლების ინფორმაციებზე დაყრდნობით იუწყება.
უკანასკნელ წლებში, მსახიობი ალცჰაიმერის დაავადებით იტანჯებოდა, რომელიც მას 2006 წელს დაუდგინდა და, პრაქტიკულად, მთლიანად დაკარგა მეხსიერება.
თავისი კარიერა ანი ჟირარდომ გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო. ის რამდენიმე ათეულ ფილმში გადაიღეს, სადაც რამდენიმე განსხვავებული ამპლუა, მათ შორის, კომიკური როლებიც მოსინჯა.
მუშაობდა ტელევიზიაში, თეატრში, წერდა მუსიკალურ ალბომებს. 1965 წელს ანი ჟირარდო ვენეციის ფესტივალის საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარეს. ის ასევე გახდა ფრანგული ეროვნული კინოპრემიის “სეზარის” მფლობელი.
უკანასკნელი ფილმები, ანი ჟირარდოს მონაწილეობით, 2007 წელს გამოვიდა ეკრანებზე.