ჯარისკაცი ცალი ფეხითა და ხელით, რომლის წარმოუდგენელი შესაძლებლობები ძალას შეგმატებთ (+VIDEO)
05:13:13     21-10-2014
მსოფლიოში უამრავი სანიმუშო მამაკაცი არსებობს, ერთ-ერთი მათგანია სერჟანტი
ნოე გალოვეი, რომლის ცხოვრება ნებისმიერ მამაკაცს თვალნათლივ აჩვენებს,
რომ არასდროს უნდა დანებდე, იბრძოლო ცხოვრებისათვის და მუდმივად გამოიყენო
შენი შესაძლებლობები, თუნდაც ისინი გარემოებათა გამო, შეზღუდული იყოს...
წარმოგიდგენთ 32 წლის სამხედროს ამერიკიდან, რომელიც, თითქმის ათი წელია ცხოვრებას ცალი ფეხითა და ცალი ხელით აგრძელებს და ისე, რომ ეს ფაქტორი ხელს არ უშლის იცხოვროს მაქსიმალურად აქტიური და ექსტრემალური ცხოვრებით; ისეთით, რომელიც ბევრ მამაკაცს არ აქვს...
ნოე გალოვეი 2001 წელს ჩაირიცხა არმიაში. ის გახდა ერთ-ერთი ელიტური დანაყოფის წევრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ომის დროს, ფრონტის ხაზზე უნდა ყოფილიყო.
ასეც მოხდა... 2003 წელს ნოე თანამებრძოლებთან ერთად ერაყში გაამწესეს, სადაც მცირე შუალედებით, 2005 წლამდე დაჰყო. 2005 წელს, ერაყში მორიგი ვიზიტიდან 3 თვის შემდეგ, 19 დეკემბერს, ნოეს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. აფეთქების შედეგად მან დაკარგა მარცხენა მკლავი-იდაყვის ქვევით და მარცხენა ფეხი-მუხლს ქვემოთ.
ნოე შოკიდან რამდენიმე დღეში, შობის ღამეს გამოვიდა.
მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ნოე კვლავ აქტიურია; შეძლებისამებრ პროფესიულად და მაქსიმალურად - ექსტრემალურად. ვიდეოში, რომელსაც სტატიის დასასრულს იხილავთ, ის აუცილებლად აღგაფრთოვანებთ ცხოვრების წესით, რომელიც, შესაძლოა, ბევრი ჩვენგანისთვის საოცნებოც კი იყოს.
სერჟანტი ნოე გალოვეი სამი შვილის მამაა, მას 2 ვაჟი და 1 გოგონა ჰყავს.
იხილეთ ვიდეო