თურქეთი სირიელ ქურთებს არ შეაიარაღებს

  10:42:33     20-10-2014

თურქეთი სირიელ ქურთებს იარაღით არ მოამარაგებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ანკარა “ქურთისტანის დემოკრატიულ კავშირს” ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის და ქურთი მებრძოლების შეიარაღებას დაუშვებლად მიიჩნევს. სირიელი ქურთები კი დახმარებას ითხოვენ. თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანში ისლამისტებსა და ადგილობრივ ქურთებს შორის შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციამ ჯიჰადისტთა პოზიციებზე 13 საჰაერო იერიში განახორციელა.