ბურიტო თევზით
10:45:21     01-03-2011
მასალა: ტორტილა – 10 ცალი, 500 გრამი ვირთევზას ფილე (ფხების გარეშე), 1 სუფრის კოვზი – მზესუმზირის ზეთი, 1 მომცრო ხახვი, 1 მწვანე წიწაკა ჩილი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი ჩილი, 1 ჭიქა სქელი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ქინძი, მარილი, პილპილი.
თევზი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, დავამატოთ მარილი, პილპილი. მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ მოვუკლოთ ცეცხლი, დავაფაროთ სახურავი და ვხარშოთ 7 წუთი. გადავწუროთ წყალი და თევზი მოვათავსოთ თასში. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ჩილი. დავამატოთ თევზს. შემდეგ ჩავუმატოთ არაჟანი, დაფქვილი ჩილი, ქინძი, მარილი, პილპილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსოთ ტორტილაზე, გადავკეცოთ კონვერტისებურად, გავახვიოთ ფოლგაში და გამოვაცხოთ ღუმელში, ოცი წუთის განმავლობაში.