ლუგანსკში ვითარება იძაბება

  05:09:02     20-10-2014

ლუგანსკში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სააგენტო „ნოვოროსიის“ ინფორმაციით, სეპარატისტებმა ბახმუტკის დასახლებულ რაიონთან ალყაში 200-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოიქციეს. როგორც ამბოხებულები ირწმუნებიან, უკრაინელ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი შეტაკებებს ემსხვერპლა, ათობით სამხედრო კი მძიმედ არის დაჭრილი.

ბახმუტკში უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის ფაქტი 18 ოქტომბერს ლუგანსკის გუბერნატორმა გენადი მოსკალმაც დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა პოროშენკომ კატეგორიულად უარყო. უკრაინის ლიდერის მტკიცებით,  მოსკალი პროვოკაციას წამოეგო და დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა.