მალაიზიური ბოინგი სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.
04:58:52     20-10-2014
მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი დონეცკში პრორუსმა
სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. შესაბამის დასკვნას ჟურნალი „შპიგელი“ გერმანიის საგამოძიებო
სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. BND-ის მიერ მომზადებული
დასკვნა, რომელსაც ხელს უწყების ხელმძღვანელი გერჰარდ შინდლერი აწერს, არაერთი დოკუმენტით,
მათ შორის, სატელიტური ჩანაწერებითა და ფოტომასალით არის გამყარებული.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა ბოინგი „ბუკის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს, რომელიც ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო ბაზის აღებისას ჩაუვარდათ ხელში. გერმანიის გენერალური პროკურატურა მომხდარს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 17 ივლისს განიცადა, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.