როგორ მოხვდა გატაცებული გიორხელიძე მომღერლის აგარაკზე და ვინ ცდილობს თემის გადაფარვას?
11:08:26     16-10-2014
19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მედიისთვის
ცნობილი გახდა აგარაკი, სადაც გატაცებულ პირს მალავდნენ. რუსთავი2 – ის
ინფორმაციით, აგარაკი ზურაბ კობეშავიძეს ეკუთვნის.
კობეშავიძეები კი ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან კუთვნილ აგარაკში ვინმეს თუ მალავდნენ და არც აქ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შესახებ ფლობენ ინფორმაციას.
ზურაბ კობეშავიძე ამბობს, რომ არმაზში საკუთარ აგარაკზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მისთვის ცნობილი ტელეეთერის საშუალებით გახდა.
კობეშავიძე აცხადებს, რომ მას სამართალდამცავი ორგანოები არც სპეცოპერაციის შემდეგ დაკავშირებიან.
"არაფერი ინფორმაცია არ მქონდა , საქმე ძიებაშია და ჩვენ თვითონ გაოგნებულები ვართ, როგორ იქნება და რა იქნება არ ვიცი. დღეს გავიგე პირველად, არა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაგვკავშირებია. დღეს ვნახე კადრებშუ და კი, ნამდვილად ჩვენი სახლია. ეტყობა იციან ყველაფერი და გარკვეულია და არ თვლიან საჭიროდ დაკავშირებას. შეღწევა უცხოსაც შეუძლია, იქ რკინი კარები არ არის და არაფერი, მაგრამ შეიძლება ნაცნობიც ყოფილიყო. არის მომენტი, რომ შეიძლება ვიღაცამ გთხოვოს – ჩავალ დავისვენებო და ყოფილა ასეთი შემთხვევაც. თუ ის „ჟულიკი“ გამოდგა და რაღაცა ჰქონდა ჩაფიქრებული, აბა როგორ უნდა იფიქრო. ჩემს გარდა იქ ჩემი ძმიშვილებიც ჩადიან, ბევრნი ვართ ახლა, მართალია ჩემი ძმის სახელზეა ეს სახლი, მაგრამ რომ იტყვიან ძალიან ბევრნი ვისვენებთ მანდ, უფრო ზაფხულში, ასეთ პერიოდში ნაკლებად ვართ მანდ,"-განაცხადა კობეშავიძემ.
მომღერალი აცხადებს, რომ დაკავებული ოთხი პირიდან ის არცერთ მათგანს არ იცნობს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ჯგუფის მიერ ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს.
ცნობისთვის, გახმაურებულ საქმეზე საკუთარი მოსაზარება შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც დააფისირა.
ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო“.
„მინისტრის ხელმძღვანელობით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ძალიან წარმატებული ოპერაცია და გახსნეს ადამიანის გატაცების საქმე. ეს ოპერაცია წარმატებულია იმიტომ, რომ გატაცებული გათავისუფლდა, ოთხივე გამტაცებელი დააკავეს, ფულადი თანხა სრულად ამოიღეს და რაც მთავარია ამ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ბოლო დღეების განმავლობაში ამ თემის გადაფარვის რამდენიმე მცდელობა იყო. არ შემიძლია, რომ არ დავწერო:
მცდელობა 1. საქმის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა კითხვები, ნამდვილად იყვნენ თუ არა გამტაცებლები ყოფილი კუდისა და სოდის თანამშრომლები, მაშინ როცა ეს ინფორმაცია აღნიშნული იყო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. შემდეგ ეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ და პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მეორე დღესვე ეს თემა ამოიწურა.
მცდელობა 2. შემდეგ გაჟღერდა ვერსია, რომ გატაცებული ბიჭი „ზედმეტად ბედნიერი სახით“ არის და ამ ღიმილიდან გამომდინარე გამოიტანეს დასკვნა, რომ ის შეიძლება გატაცებული არც ყოფილიყო, რაც სასაცილოც აღარ არის. სახის გამომეტყველების გარდა რომ ვერაფერი იპოვეს, ვფიქრობ, გასაგებია ყველაფერი.
მცდელობა 3. კიდევ ერთ თემაზე დაიწყო სპეკულაციები, რომ სახლი, სადაც ჰყავდათ გატაცებული, ეკუთვნის კობეშავიძეებს და მათ არაფერი იცოდნენ იმის თაობაზე, რომ მათ სახლში იმყოფებოდა გატაცებული ბიჭი და ამბობდნენ, რომ ვინც ეს გააკეთა დასაჭერები არიან. დიახ, ისინი ნადვილად დავიჭირეთ, და ერთ-ერთი დაკავებულის - შონიას თქმით, მას სახლის გასაღები გადასცა ჭუმბურიძემ. ჭუმბურიძე დაიკითხა და ჩვენებაში ამბობს, რომ სახლი მისია და მან სახლის გასაღები თავის მეგობარს - შონიას გადასცა.
რომ შევაჯამო ყველა გამოთქმული ვერსია და ეჭვი, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავეს და ძალიან წარმატებული ოპერაცია იყო. ველოდები ახალ ვერსიებს“,- წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და მამამისი დაიკითხებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ კობეშავიძეებს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხავენ.
რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ კითხვას, აგარაკის კუტვნილებასან დაკავშირებით.
გიორგობიანმა განმარტა, რომ გამოძიებას აქვს კობეშავიძის სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია.
"ჭუმბურიძე არის კობეშავიძეების სიძე, რომელიც უკვე დაიკითხა. საქმეში დევს მისი ჩვენება. ჭუმბურიძე, რომელსაც ჰქონდა ამ სახლის გასაღები, აცხადებს, რომ გასაღები ათხოვა თავის მეგობარს, შონიას. ჭუმბურიძე ამბობს, რომ არ იცის, რისთვის უნდოდა შონიას სახლი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.