ახალი ქართული ფსიქოლოგიური თრილერი “ნაღმი”
16:30:44     15-10-2014
ქართველი და არაქართველი მაყურებლისთვის სარკე სტუდიამ ახალი, ქართულ-ამერიკული ფილმი „ნაღმი“ გადაიღო. ინგლისურენოვანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელიც სულ მალე გამოვა საქართველოს კინოთეატრებში კომერციულია და საერთაშორისო ბაზარზეა გათვლილი. როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, სწორედ გლობალური კინობაზარია ქართული კინოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი.
სპეციალურად ამ პროექტისთვის ჰოლივუდიდან საქართველოში ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობები : სტერლინგ ნაითი, სპენსერ ლოკი და დინ გეიერი ჩამოვიდნენ. მათ ფილმში პარტნიორობას კოტე თოლორდავა უწევს, რომელიც განსხვავებულ ამპლუაში წარმოუდგება მაყურებელს. პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ მასზე როგორც ამერიკელები, ასევე უკრაინელები მუშაობდნენ, სცენარის ავტორი კი კანადელი, ადრიან კოლუსია.
ფილმი უცხოური პროექტების მსგავსად უმაღლესი ხარისხით არის გადაღებული და მისი დანიშნულება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაა. ფილმი შურისძიებაზეა, რაც მაყურებელს მშვიდად ყურების საშუალებას არ მისცემს, თუმცა, სწორედ ეს არის ის, რაც ამ ჟანრს მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.
„ნაღმი“ სარკე სტუსიის პირველი პროექტი არ არის. 247 ფარენგერიტით რომელიც ლევან ბახიამ 2011 წელს გადაიღო 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა და დიდი ფინანსური წარმატება მოიტანა. სწორედ 247 ფარენგეიტით“ - მა გვაჩვენა, რომ საქართველოშიც არის შესაძლებელი საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი და ფინანსურად წარმატებული ფილმების გადაღება, თუ „ნაღმიც“ ისეთივე წარმატებული იქნება, დამტკიცდება, რომ საქართველოშიც აირის შესაძლებელი ხელოვნების და სარფიანი ბიზნესის გაერთიანება.
ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა და მაყურებელს ძალიან საინტერესო ჩვნეებას პირდება. სარკე სტუდია კი აუცილებლად გააგრძელებს მსოფლიოს აფეთქებას საქართველოში შექმნილი პროდუქციით