პრასის სალათა
02:33:02     15-10-2014
მასალა:
200 გრამი პრასი
50 გრამი უკურკო ზეთისხილი
1 ცალი მოხარშული კვერცხი
3 ს/კ ზეთი
2 ჩ/კ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ ძმარი
მოხარშული ჭარხალი
ლიმონი, მწვანილი და მარილი
პრასს მოვაჭრათ თეთრი ნაწილი, დავჭრათ რგოლებად, მოვხარშოთ მარილიან წყალში შერბილებამდე და გავაციოთ. პრასი გადავიტანოთ თეფშზე, ზემოდან დავაწყოთ ზეთისხილი და მოვაყაროთ დაჭრილი კვერცხი.
ერთმანეთს შევურიოთ ლიმონის წვენი, ძმარი, 1-2 კოვზი პრასის ნახარში და ზეთი. ავთქვიფოთ და ზემოდან მოვასხათ პრასს. გავაფორმოთ ლიმონისა და ჭარხლის ნაჭრებით, ზეთისხლითა და მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!