ქათმის ღვიძლი ნიგოზში
02:29:29     15-10-2014
მარტივი ოჯახური რეცეპტი ქათმის ღვიძლის ნიგოზში მოსამზადებლად. უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც მალე მზადდება. რეცეპტის ინგრედიენტები:
1 კილოგრამი ქათმის ღვიძლი
2 დაფნის ფოთოლი
5 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
400 მილილიტრი წყალი
3 სუფრის კოვზი ზეთი
1 ჩაის კოვზი შავი წიწაკის მარცვლები
200 გრამი ნიგოზი
2 კბილი ნიორი
70 გრამი კარაქი
1 თავი წითელი ხახვი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1/2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
ნახევარი ბროწეულის მარცვლები
მარილი გემოვნებით
~ მომზადების წესი ~
1. მოათავსეთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე. ჩაუმატეთ წყალი, ძმარი, ზეთი, დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები. დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე არ დაშრება.
2. ამასობაში ერთად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და მარილი.
3. თხლად დაჭერით ხახვი(ცოტა კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ) და ჩაუმატეთ ქათმის ღვიძლს კარაქთან და სუნელებთან ერთად. შეურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ ტაფა თავსახურის გარეშე 3 წუთის განმავლობაში.
4. ჩაუმატეთ დანაყილი მასა, შეურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
5. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით, ხახვის რგოლებით და გემრიელად მიირთვით!