რუსთაველის მეტროსთან ორმა პირმა არასრულწლოვანი გოგონები სცემა
02:06:33     15-10-2014
სააგენტო "აქცენტის" ინფორმაციით, რუსთაველის მეტროსთან ორმა პირმა რამდენიმე არასრულწლოვანი გოგონა სცემა. ერთ–ერთი დაზარალებულის განცხადებით, ისინი მეგობრებს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან უცნობი პირები მივიდნენ და კამათი დაუწყეს.
"ვარჯიშიდან გამოვედით მეგობრები, გზად ორი ბიჭი დაგვხვდა, ერთ-ერთმა ქუდის წართმევა დამიპირა, რომ არ მივეცი ორივე ფიზიკურად გაგვისწორდა, ისინი აშაკარად ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ"- აცხადებს გოგონა "აქცენტთან“ საუბრისას.
როგორც დაზარალებული აცხადებს მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე კი გამომძიებელი მივიდა, რომელიც თავად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
მათივე თქმით, უცნობი პირები გაიქცნენ, პოლიციას კი მათ დასაკავებლად ან მოსაძებნად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
გამოცემა ცნობით, ჟურნალისტი თავად შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ცდილობდა გამომძიებელი დაერწმუნებინა დაზარალებული, რომ საჩივარი არ დაეწერა.
საპატრულო პოლიცია უხსნიდა დაზარალებულებს, რომ თუ ისინი საჩივარს დაწერდნენ მთელი ხუთი საათის განმავლობაში მოუწევდათ დაკითხვაზე ყოფნა. ამ საუბრის შემდეგ გოგონამ საჩივარი აღარ დაწერა.