ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკაცი აწამეს

  15:44:28     14-10-2014

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მამაკაცი ყაჩაღებმა აწამეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თუმცა, ოჯახი ამ ფაქტს არ ახმაურებდა.

კვირას, საღამოს 35 წლის მამაკაცს საკუთარ ბინაში ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. ისინი შეიარაღებული იყვნენ და ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. ყაჩაღებმა მამაკაცს თავში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყეს და სხეულზე ცხელი უთოთი დაზიანებები მიაყენეს.

დაზარალებულის მეუღლის განცხადებით, თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. მისივე განცხადებით, პოლიციამ ოჯახს მითითება მისცა, რომ ჟურნალისტებთან ამ თემაზე არ ესაუბრათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.