პრემიერ-მინისტრის კომენტარი სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავებაზე
10:22:44     14-10-2014
უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ოპრეაციისთვის, რომლის შედეგად, მძევლად აყვანილი იოსებ გიორხელიძე ოჯახს ყოველგვარი ზიანის გარეშე დაუბრუნდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.
მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ოპრეაციისთვის, რომლის შედეგად, მძევლად აყვანილი იოსებ გიორხელიძე ოჯახს ყოველგვარი ზიანის გარეშე დაუბრუნდა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც დგას მათ უკან და ვის ბინძურ თავშიც იხარშება ეს სისასტიკე, რომელიც იგეგმებოდა წლების განმავლობაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ისინი, ვინც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ციხეებში, იტაცებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. მინდა, მათ საბოლოო გაფრთხილება მივცე - გონს მოეგონ, თუ ისინი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავენ, უმკაცრესად დაისჯებიან. ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც მსგავს პროვოკაციას და სიბინძურეს გააკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.