“რუსებს ღამე ბრძოლა არ შეუძლიათ”

  11:10:31     28-02-2011

ცნობილი გერმანული გაზეთი “დი ველთი” აქვეყნებს სტატიას სათაურით “რუსებს ღამე ბრძოლა არ შეუძლიათ.” მასალა საიტ “ვიკილიქსის” მონაცემებზე დაყრდნობით, რუსული არმიის სისუსტეებზე მოგვითხრობს.

 

მთავარი აქცენტი, 2009 წელს ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წრთვნებზეა, რომელიც 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთი ქვეყნის სიახლოვეს გაიმართა.

 

წვრთნებში დაახლოებით 33 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. “რუსული არმიის სისუსტეები, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს გამოჩნდა, ამ წრთვების დროსაც იქნა აფიშირებული” – წერს “დი ველთი.”

 

“ნატომ” ჯაშუში თანამგზავრების მეშვეობით, შეძლო დაეფიქსირებინა წრთვნების ყველა დეტალი, რომელიც მოგვიანებით იქნა განხილული. გაირკვა, რომ რუსებს არ აქვთ ისეთი შეიარაღება, რომელიც ეფექტური იქნება ნებისმიერ ამინდში, ასევე არ გააჩნიათ საკმარისი, ღამით საომარი მოწყობილებები, არ ჰყოფნით სატრანსპორტო საშუალებები, რუსულ არმიაში ძალიან მოისუსტებს ურთიერთკოორდინაცია, მეგობრობის და თანადგომის გრძნობა ოფიცერთა კორპუსში.

 

ამ ფონზე, შენიშნულ იქნა პირადი შემადგენლობის მომზადების უამრავი ნაკლოვანება. ამ მომზადების დონე, როგორც ირკვევა, არის ძალიან დაბალი.

 

მონაცემების მიხედვით, “ნატოს” წარმომადგენლებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ რუსები, რამდენიმე პატარა კონფლიქტზე ერთდროულად ეფექტურ რეაგირებას, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეც კი ვერ მოახერხებენ, თუ ასეთი ფაქტის წინაშე როდესმე აღმოჩნდებიან.