ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავი თავისუფლია

  10:12:12     07-10-2014

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ერისთავი თავისუფალია.  მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების ფორმა - პატიმრობა საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების საფუძველზე შეცვალა.

თუმცა რა ახალი გარემოებებია აღმოჩენილი, უცნობია. ერისთავის ახლობლების განცხადებით, საზოგადოება ამის შესახებ 29 ოქტომბერს შეიტყობს, როდესაც სასამართლოს სხდომა გაიმართება.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა თენგიზ ერისთავმა  მედიასთან  მხოლოდ ის თქვა, რომ მისი დაკავება უსამართლობა იყო. 

ის მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინ მას განსაცდელის ჟამს გვერდში ედგა, ვინც ხმა ამოიღო - პრესამ და საზოგადოებამ. მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან მისი დაკავება ნამდვილად უსამართლო იყო.

ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერისთავს აღმკვეთი ღონისძიება 10 000 ლარის გირაოთი შეიცვალა,  რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულს   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. 

ახალგაზრდის დაკავებას ოჯახის წევრევბისა და საზოგადოების ერთი ნაწილის პტოტესტი მოჰყვა. მისი გათავისუფლების მოთხოვნთ რამოდენიმე საპოტესტო აქცია გაიმართა და ხელმოწერები შეგროვდა. დაკავებულის ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ  ერისთავის დაკავება  აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის საქმეს უკავშირდებოდა.

პროკურატურის განცხადება თ.ერისთავისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.

აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.  ბრალდების მხარემ მიიჩნია,  რომ  საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას  და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა  2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.

ასევე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით".