მწვადი წითელ ღვინოში
10:21:10     28-02-2011
მასალა: ძროხის ხორცი – 1 კგ, ხახვი – 5 ცალი, წითელი, მშრალი ღვინო – 1 ჭიქა, ნიორი – 2 კბილი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
ძროხის ხორცი გავრეცხოთ გამდინარე, ცივ წყალში, დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და მოვათავსოთ ჭურჭელში. დავამატოთ მარილი, პილპილი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი და მშრალი, წითელი ღვინო. გავაჩეროთ 3 – 5 საათი. მომზადებული ხორცი ავაგოთ შამფურებზე და შევწვათ.