ოზურგეთში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

  18:30:43     02-10-2014

მკვლელობა მოხდა ოზურგეთს რაიონ  სოფელ დვაბზუში. 29 წლის ნატალია ბეჯანიშვილი, ქმარმა რ-მ ნაჯახით  მოკლა. რის შემდეგაც საცხოვრებელ სახლს, სადაც გვამი იყო ცეცხლი მოუკიდა.

 როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარ მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ ნატალია რ-ს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თემურ რ. სოფელ დვაბზუში, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი)",- აცხადებენ შს სამინისტროში.