
დღესდღეობით უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტ სესხის მომსახურება
14:13:35     30-09-2014
ბაზარზე რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებს, სადაც ერთ-ერთ წამყვან პოზიციას Vivus.ge იკავებს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სესხს სწრაფად და მარტივად, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით.
vivus.ge წარმოადგენს ჯგუფი „4 ფინსანსის“ ბრენდს, რომელიც 2005 წელს დაარსდა ლატვიაში. vivus-ის სესხი პოპულარულია მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მას ენდობიან და იცნობენ. საქართველოში 4 ფინანსმა 2013 წლის მარტიდან დაიწყო ფუნქციონირება და დღეისთვის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ონლაინ სესხებით მომსახურებაში, რადგან მომხმარებელს სთავაზობს გამჭვირვალე პირობებს და არანაირ ფარულ გადასახადებს.
Vivus.ge-ს პირველი სესხი სრულიად უპროცენტოა, ხოლო განმეორებითი სესხის შემთხვევაში ყველაზე დაბალ საკომისიო გვთავაზობს, რომელიც 5%-დან 14%-მდე მერყეობს. საკომისიო დამოკიდებულია სესხის ვადაზე. სესხის ოდენობა კი 50 ლარიდან 650 ლარამდეა და დამოკიდებულია ასაკობრივ კატეგორიებზე.
სესხის მისაღებად საჭიროა იყოთ 20-65 წლამდე საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ ანგარიში საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ბანკში და არ გქონდეთ აქტიური საკრედიტო დავალიანება რომელიმე საბანკო ინსტიტუტში, რადგან სესხის დამტკიცების პროცესში სწორედ თქვენი კრედიტუნარიანობა განიხილება.
სესხის დამტკიცების შესახებ, კომპანია გაცნობებთ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ელ-ფოსტაზე. ასევე ვადის ამოწურვამდე იღებთ შეტყობინებას სესხის დაფარვის თარიღთან დაკავშირებით. კომპანია გეხმიანებათ ვადაგადაცილების შემთხვევაში და გაცნობთ პირობებს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმ შემთხვევაში თუ დროულად ვერ ფარავთ თანხას.
Vivus.ge მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს თავის მომხმარებლებს და სთავაზობს კიდევ ერთ უპრეცედენტო შანსს, ჩაერთონ სოციალურ პროექტში და განახორციელონ საკუთარი იდეები. ERTAD.GE საქველმოქმედო პროექტია, რომელიც vivus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება და წლიური ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს.
პროექტის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობას შეიტანონ საკუთარი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო იდეებით, რომელსაც ertad.ge ყოველთვიურად აფინანსებს. სპორტი, გარემოს დაცვა, განათლება, მეცნიერებისთვის ხელშეწყობა, კულტურა და ხელოვნება - ეს ის სფეროებია, რომელთა განვითარებას კომპანია აქტიურად უჭერს მხარს.
Vivus.ge ამით არ შემოიფარგლება და მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო აქტივობას გეგმავს, უკეთეს სერვისს და კიდევ უფრო უკეთეს პირობებს.
Vivus.ge ესაა ფული თანამედროვე ხალხისთვის, ყველაზე სწრაფი, მარტივი, კომფორტული და სანდო.