დუისში ძმამ საკუთარი და მძიმედ დაჭრა
11:09:42     29-09-2014
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. დაზარალებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, 33 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და-ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. მათი თქმით, ახმეტის რაიონის პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.