აზერბაიჯანი იარაღის წარმოებაზე არაბებსაც შეუთანხმდა
13:00:36     26-02-2011
აზერბაიჯანი არაბულ კომპანიასთან ერთად სამხედრო ავტომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ ჩვენი მეზობელი ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Al Asbar Auto Industries“ – ს შორის შესაბამისი პროტოკოლი უკვე ხელმოწერილია. შეთანხმება აბუ დაბიში გამართულ სამხედრო გამოფენაზე მოხდა.
ხელშეკრულების თანახმად, არაბული კომპანია თავდაპირველად ერთ, სპეციალური დანიშნულების ავტომობილს აზერბაიჯანში გამოუშვებს, სადაც მისი ტესტირება მოხდება.
მინისტრ იავერ ჯამილოვის თქმით, ტესტირების პროცესი კომპანიის წარმომადგენლების თანდასწრებით ჩატარდება და თუ შედეგით აზერბაიჯანელი სამხედროები კმაყოფილნი დარჩებიან , არაბები ბაქოში ამ ავტომობილის მასობრივად წარმოების თანხმობას მიიღებენ.