შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

  10:12:52     24-09-2014

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთვსებული. აღნიშნული წერილი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში მიიღო.

სამართალდამცველებმა იგორ პ-ს პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილი“ ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).