ყაჩაღობა თბილისში, პეკინზე ქალი დაჭრეს (ვიდეო)

  10:55:28     23-09-2014

პეკინზე გუშინ მომხდარი ძარცვის ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

"საქმე ძარცვის მუხლით აღიძრა, დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში. 

არსებული ინფორმაციით პეკინზე დაახლოებით 01:00 საათზე, შუახნის ქალბატონს, ძარცვის მიზნით ორი ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებულს ნაკვეთი ჭრილობა ხელისა და ყელის არეში აღენიშნებოდა. 

დაჭრილი მაია მერაბიშვილი  აცხადებს  რომ მისი დაჭრა დაყაჩაღების მიზნით მოხდა.  მისი თქმით,  მოძალადე მამაკაცი მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, შემდეგ კი ჩანთის წართმევა სცადა.  ქალმა ჩანთა არ დათმო, მამაკაცმა კი ის დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.