ერაყში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ბრიტანეთიც მიესალმება

  12:31:32     22-09-2014

ერაყში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, აშშ–სთან ერთად, დიდი ბრიტანეთიც გეგმავს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი, დევიდ კამერონი ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებში ჩართვის გეგმას ამ კვირაში წარადგენს.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის განცხადებით კი, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ჯარების გაგზავნისთვის მზად უნდა იყვნენ. ბლერის თქმით, ჯიჰადისტების დასამარცხებლად მხოლოდ საჰაერო თავდასხმები საკმარისი არ იქნება.

"საჰაერო-სამხედრო ძალა მათ წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი კომპონენტია, განსაკუთრებით, ახალი იარაღით, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება. თუმცა საჰაერო დარტყმები საკმარისი არ იქნება და ეს მწარე სიმართლეა. შესაძლოა, ისინი ალყაში მოვაქციოთ, გარკვეულწილად შევაკავოთ, მაგრამ საჰაერო დარტყმებით მათზე ვერ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ბლერმა.