პანგასიუსის ფილე არაჟნით და მაიონეზით

  07:18:49     22-09-2014

რეცეპტი უგემრიელესი თევზის კერძის მოსამზადებლად. პანგასიუსის ფილე არაჟნითა და მაიონეზით თქვენთვის ახალ კულინარიულ აღმოჩენად იქცევა!

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 კგ. პანგასიუსის ფილე
        250 გრ. არაჟანი
        250 გრ. მაიონეზი
        1 ცალი კვერცხი
        2 თავი ხახვი
        შავი პილპილი
        მარილი
        პამიდორი სურვილისამებრ

~ მომზადების წესი ~

1. დავჭრათ ფილე სასურველი ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.

2. როცა შემწვარი ფილე გაცივდება, დავალაგოთ ღუმელის ჭურჭელში, დავაყაროთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.

3. ავურიოთ არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და თანაბრად მოვასხათ ფილეს. სურვილისამებრ ჰორიზონტალურად გავჭრათ პამიდვრები და დავალაგოთ ზემოდან. ამის შემდეგ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ, სანამ ზემოდან ცოტა არ შეიბრაწება. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!