ვაშლის კექსი თაფლით
07:14:26     22-09-2014
ვაშლის ტკბილი კექსი თაფლის ძლიერი არომატით გემრიელი საოჯახო დესერტია, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ! დატკბით იმ შედეგით, რომელსაც ეს მარტივი რეცეპტი 1 საათსა და 20 წუთში იძლევა!
რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ცალი კვერცხი
3/4 ჭიქა თაფლი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
2 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/2 სუფრის კოვზი დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი
3 ცალი ვაშლი – გათლილი, გულამოცლილი და დაჭრილი
3/4 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
ცოტაოდენი ცხიმი და ფქვილი ფორმისთვის
~ მომზადებს წესი~
1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F). მოაცხეთ ცხიმი ფორმას(22.5სმ) და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი და მცენარეული ზეთი. ჩაუმატეთ 2 კვერცხი და გათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ თაფლი და ვანილის ექსტრაქტი.
3. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული დარიჩინი და ჯავზი. მიღებული მშრალი მასა ჩაუმატეთ კვერცხის მასას დიდ თასში და ურიეთ, სანამ ნესტიანი არ გახდება. შეურიეთ დაჭრილი ვაშლი და დაქუცმაცებული ნიგოზიც.
4. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 50-65 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ 10-15 წუთით და შემდეგ ამოიღეთ ფორმდან. სურვილისამებრ მოაყარეთ დაფქული შაქარი ან მსუბუქად მოასხით თბილი თაფლი(+კარამელი).
გემრიელად მიირთვით!