აფრიკული უხა
10:47:30     26-02-2011
მასალა: კონსერვირებული ორაგული – 200 გრამი, სკუმბრია – 200 გრამი, წყალი, პომიდვრის წვენი, ხახვი – 1–2 ცალი, ლიმონი – 1/4 , შავი პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი, მწვანილი.
სკუმბრია გავწმინდოთ, ჩავუშვათ ცხელ წყალში, დავამატოთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, ვადუღოთ 5–7 წუთი. შემდეგ დავამატოთ წვენი, ჩავუშვათ ორაგული და მივიყვანოთ ადუღებამდე. ჩავამატოთ ლიმონი, პილპილი, მარილი, დაჭრილი მწვანილი და დაფნის ფოთოლი.