პირველადი ვერსიით, გორში 21 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო
18:39:37     18-09-2014
შს სამინისტრო გორში ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
განუცხადეს კომბინატის დასახლებაში 21 წლის ნ.ბ ჩამომხრჩვალი იპოვეს.
„გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სიკვდილამდე მიყვანას გულისხმობს“,- აცხადებენ შს სამინისტროში. მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობენ გარდაცვლილის ახლობლები.
მათი თქმით, ჩამომხრჩვალი გოგონა მამამ იპოვა. ნ.ბ.-ს გვამი პროზექტურაში გადაასვენეს.