პიტნის ჩაი მაროკოულად

  10:46:58     26-02-2011

მასალა: 3–4 ცოცხალი პიტნა, შაქარი – 60 გრამი, მწვანე ჩაი – 4 ჩაის კოვზი, წყალი – 3/4  ლიტრი

 

პიტნის ფურცლებს მოვაშოროთ ღეროები და შაქართან ერთად მივათავსოთ ერთ ჩაიდანში, მწვანე ჩაი – მეორეში. პიტნის ჩაიდანში ჩავასხათ 1/4  მდუღარე წყალი, მდუღარე წყალივე დავასხათ მწვანე ჩაის და გავაჩეროთ სამი წუთის განმავლობაში. მწვანე ჩაი ფილტრის საშუალებით ჩავასხათ პიტნიან ჩაიდანში და ავურიოთ.