ისპანახის ფხალი

  09:42:29     17-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1.5 კილოგრამი ისპანახი
        250-300 გრამი ნიგოზი
        5 კბილი ნიორი
        6-8 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
        1 სრული სუფრის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა
        1 სრული ჩაის კოვზი დაფქული ყვითელი ყვავილი
        1 სრული ჩაის კოვზი დაფქული უცხო სუნელი
        2 თავი თეთრი ხახვი
        50 გრამი ქორფა ქინძი
        50 გრამი ქორფა ოხრახუში
        ბროწეულის მარცვლები მოსართავად
        მარილი 1 სუფრის კოვზი+გემოვნების მიხედვით

~ მომზადების წესი ~

1. მოაჭერით ისპანახს უხეში ძირები და კარგად გარეცხეთ. წყლით ნახევრამდე გაავსეთ დიდი ქვაბი, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაყარეთ ისპანახი. დაპრესეთ ხის კოვზის გამოყენებით. ხარშეთ ფოთლები 5 წუთის განმავლობაში.

2. მოხარშული ისპანახი გადაწურეთ და აცალეთ გაცივება საწურში. შემდეგ ხელებში დააგორგოლავეთ და მოუჭირეთ, წყლის მაქსიმალურად გამოსადენად.

3. ნიორი და ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩაუმატეთ წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და ძმარი. შეურიეთ ხელით.

4. თხლად დაჭერით ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას. შეურიეთ ხელით.

5. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მომზადებული ისპანახიც და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, შეურიეთ ხელით და დატოვეთ 2 საათით.

6. გააკეთეთ ბურთულები ისპანახის ფხალისგან, მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!