მესტიაში გერმანელი ტურისტები დააყაჩაღეს
15:44:35     16-09-2014
გავრცელებული ინფორმაციით, მესტია-მულახის საავტომობილო გზაზე ორმა შეიარაღებულმა პირმა გერმანიის სამი მოქალაქე დააყაჩაღა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.
თავდამსხმელებმა ფული, აპარატურა და ტანსაცმელი წაიღეს, ერთ-ერთ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომელიც შემდგომ რეანომობილით მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს ქალაქ თბილისში.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.