
რატომ მოიკლა თავი 21 წლის გოგონამ?
11:26:50     16-09-2014
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში 21 წლის გოგონამ თავი მოიკლა. როგორც
"პრესა.ჯი"-ს გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალბატონმა
დიდი რაოდენობით აბები დალია, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო.
ვარკეთილში მომხდარი ფაქტი შს სამინისტრომ "პრესა.ჯი"-ს ოფიციალურად დაუდასტურა. გამოძიება კი 115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მეზობელს უჭირს თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზზე საუბარი, თუმცა არ
გამორიცხავს, რომ თვითმკვლელობა ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.
ახალგაზრდა ქალბატონი გათხოვილი იყო. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
ვარკეთილში მომხდარი ფაქტი შს სამინისტრომ "პრესა.ჯი"-ს ოფიციალურად დაუდასტურა. გამოძიება კი 115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.