ბრინჯის სალათა

  10:57:12     16-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 ჭიქა ბრინჯი
        2 თავი ხახვი
        2 ცალი მწვანე ან წითელი ბულგარული
        2 ცალი მოზრდილი სტაფილო
        1 კონა ოხრახუში
        პილპილი და მარილი გემოვნებით

~ მომზადების წესი ~

1. მოვხარშოთ ბრინჯი (უმჯობესია მოგრძო). რომ მოიხარშება, გადავწუროთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი. ცოტახნით საწურზე გავაჩეროთ.

2. სანამ ბრინჯი დაიწურება დავჭრათ ხახვი, ბულგარული და სტაფილო. ეს ყველაფერი მოვშუშოთ ზეთში. როცა მოიშუშება, გადმოვდგათ ქურიდან, დავაყაროთ ზემოდან გაწურული ბრინჯი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პილილი, მარილი გემოვნებით. ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ.