ყარაყუმი

  10:55:07     16-09-2014

რეცეპტის ინგრედიენტები:

        2 ჭიქა შაქარი
        300 გრ. კარაქი
        4 კვერცხი
        1 ჩ.კ. სოდა ძმრით
        ვანილი
        1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
        1 ჭიქა ხილფაფა (შავი ქლიავის, შინდის და ა.შ. “პავიდლო”)
        ფქვილი

~ მომზადების წესი ~

1. ერთ ჭიქა შაქარს დავამატოთ 300 გრამი დარბილებული კარაქი. დავამატოთ 4 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და იმდენი ფქვილი, რომ მაგარი ცომი გამოვიდეს. როდესაც მაგარ ცომს მოვზილავთ, გავყოთ ის 3 ნაწილად და 1 საათით შევდგათ საყინულეში.

2. ოთხი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და გავაკეთოთ ბეზე. შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა ხილფაფა, 1 ჭიქა დაჭრილი ნოგოზი და კვლავ ავთქვიფოთ.

3. ერთი საათის შემდეგ ცომი გამოვიღოთ საყინულედან. ჯერ ცომის ერთი ნაწილი გავხეხოთ საცხობ ლანგარზე და მოვასხათ გათქვეფილი ჯემიანი მასის ნახევარი; შემდეგ მეორე ნაწილი მოვახეხოთ და კვლავ მოვასხათ ჯემიანი მასა. ბოლოს დავახეხოთ მესამე ნაწილი და შევდგათ გამოსაცხობად.

4. ვაცხოთ 180 გრადუსზე. როდესაც გამოცხვება, გავაცივოთ და სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.