
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
10:37:54     16-09-2014
შსს-ს თბილისის მთავარი
სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეცხრე განყოფილების
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლელა ღ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 265 აბი „სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,09 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).